როცა სიცივით გაეყინება აპრილს კვირტები,
როცა ზამთარში უშენობით დაშრება წყარო.
მე წარსულიდან მონატრებით დაგაკვირდები,
არა მგონია, ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვაროს.
შენი კოცნისგან გამითბება ქარში თითები,
შენი ღიმილი გამინათებს ოცნებით თვალებს,
და მე უჩუმრად მონატრებით გავიცვითები,
ნუთუ გგონია ჩემზე მეტად სხვა შეგიყვარებს.
თუკი გიყვარვარ ეს განშორებაც არაფერია
და სიყვარულით მზის ამოსვლასაც რომ შემადარო,
თუკი არ იცი, ჩუმი სწრაფვა რა ოხერია,
როგორ მიხვდები უფრო მეტადაც რომ შეგიყვარო .
მერე შემთხვევით ამტკივდება შენი თვალები,
როცა ზამთარში მივიწყება ჩახერგავს წყაროს,
მერე რა მოხდა, გაგიჟებით ბევრს ეყვარები,
და მაინც ვეჭვობ, ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვაროს