You are viewing a single comment's thread from:

RE: All Colors Of Georgia

in #travel7 years ago

ცივია უგულოდ ნაშობი ოცნება,
უპირო კაცივით სუსტი და პატარა,
გაყინულ თვალებში სიყალბე ზეიმობს,
სიყალბე, რომელმაც ქვეყანა დაღალა,
უკვე, რა ხანია, სპექტაკლი გრძელდება,
გმირმა კი, სცენაზე, ნიღაბი დაკარგა,
სცენარი სხვისია, მეფე კი შიშველი,
რადგან, სამოსელი უკვალოდ გამქრალა,
დარბაზში სიჩუმე, საშინლად, ხმაურობს,
ხმაურში, მავანმა სცენარი წაშალა,
ვიღაცა სცენასთან მოწყვეტით დაეცა,
როგორც სჩანს, იმედით, უგონოდ დამთვრალა,
უხილავ დილეგებს გვერდს ვეღარ აუვლი,
ნდობისთვის ისჯება დიდი და პატარა,
ნანატრი ოცნება ზღაპრად გადაიქცა,
იმ ზღაპრად, რომელმაც ქვეყანა დაღალა...