შუბლს დაეფინა, მორჩილი თმები,
სახემ, ბალიში აიკრა ნიღბად,
შემცივნებული, მაგ სუნთქვით ვთბები,
ვერავის ვხედავ, მაგ სახის მიღმა.
ვწევარ და ვფიქრობ, დიდი ხანია,
რა მოწყალეა, მაღალი ღმერთი...
უხსოვარ დროდან, სულ მიხარია,
გამოღვიძება, ისევ შენს გვერდით.
მხიბლავს ლოდინი, წამწამთ შერხევის,
გულის კარს მიხსნი, თვალის გაღებით,
თრთოლვა, მღიმარი ბაგის შეხების,
ამიტანს ვიდრე მოგეკარები.
მთელი სამყარო, რომ დაგვემტეროს,
ვერც გაგცვლი, ჩემო, ვერც გაგეცლები,
ჩვენს ბედისწერას,რომც არ ეწეროს,
მაინც ღაწვებზე დაგეცრემლები.
გაგვიგრძელდება, დღესასწული,
ეს რიტუალი და იდილია,
ვიდრე ცოცხალი არს სიყვარული
და თრთოლვა, ვიდრე არ მიილია...
Sort: Trending