" მე გაზაფხულის განშორება მომიღებს ბოლოს "...
რა გამალებით ელოდება ეს გული მაისს...
თითქოს არ სუნთქავს არაფერი ირგვლივ ცოცხალი..
ეს ალუბლები როგორ ჰგვანან ყველაფერით აპრილს...
ღმერთო მე ზოგჯერ ვერ ვიჯერებ რომ ვარ მოვკდავი...
ტაძრის სიონში სანუკვარი სიჩუმე მათბობს...
კვლავაც დაცემულს სიმარტოვის განცდა რომ მცივა..
თითქოს მოცარტის ლაკრიმოზას ჩუჩურჩულით ვგალობ...
და ჩიტის მზერით სევდიანი უცქერ მარიამს..
არ ვიცი რატომ შემიყვარდა ჩემი გულისთქმა...
შენი სახელი წარმოთქმული ბგერა კონდაკის..
ვიცი ძვირფასო სიყვარული არის აღდგომა...
ნატკენ გულით რომ ისევ გიყვარს შენი მოყვასი..
მე გაზაფხულის განშორება მომიღებს ბოლოს...
ვით ზამთრის სუსხში დამწყვდეული სევდა ფუტკარის..
ოო როგორ მინდა სიცოცლხის ბოლოს ყვავილს გეახლო..
და ჩუმად მოვკდე შენს ტუჩებზე ტკბილი ნექტარით..
რა გამალებით ელოდება ეს გული მაისს...
თითქოს არ სუნთქავს არაფერი ირგვლივ ცოცხალი..
ეს ალუბლები როგორ ჰგვანან ყველაფერით აპრილს...
ღმერთო მე ზოგჯერ ვერ ვიჯერებ რომ ვარ მოვკდავი...