შენ სიყვარულმა გამხადა მონა
დამტოვე მარტო და დამიმონა,
მე შენ მიყვარხარ კვლავ როგორც ადრე
შენ კვლავ იცინი ვხვდები ამაზე.
ერთმა შეცდომამ გამხადა ასე
და გამიმწარა მთელი ცხოვრება,
მე ეს შეცდომა კისერზე მადევს
და ეს მრცხვენია, მრცხვენია ძალზე.
მე კვლავ მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე
და შენ ჩემს გულში მუდამ იცოცხლებ
მე შენზე ვფიქრობ, კვლავ ვდგავარ მარტო
როგორ მიყვარხარ და როგორ გნატრობ.
და ვერ შევხედავ, შენს ლამაზ თვალებს
კვლავ ვერ ვაკოცებ შენ წმინდა ბაგეს,
და არ მექნება მე ამის ნება
ეტყობა ღმერთმა ასე ინება,
და ეს იქნება ჩემი ბოლო დღე
ალბათ როდესაც შენ გათხოვდები
გული მოკვდება, სული გატყდება
და ბოლოს ალბათ გავმათხოვრდები.
Sort: Trending