ცისკენ ეძახდა სული საბრალოს,
ხვალინდელ ფიქრებს ცრემლით ავსებდა,
და ჩემს წარმოთქმულ პირველ ხმოვანებს
იმეორებდა ვაზის ბწკარებთან...
მერე გათენდა დღე არნახული
და შეეპარა მღვრიე ფერი ცას,
მამას ჩემსავით ედგა ზაფხული,
მე კი ვითვლიდი პირველ წელიწადს..
ზურგი მაქცია ადრე ცხოვრებამ
მემუქრებოდა ცეცხლი გამჩენი,
მამა წავიდა და დაინისლა,
ჩემი პატარა ზეცის ნაჭერი...
Sort: Trending